fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვაშლიჯვრის მეწყრთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა ცნობილია

18:49 აპრილი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩის მეწყერის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა  – ანგარიშში აღწერილია სავარაუდო სცენარი, იმ შემთხვევაში, თუკი მეწყერი დაიძვრება. დასახელებულია ქუჩებიც, რომელიც სტიქიის რისკის ქვეშაა.

“ხილული ფართობი : 50 000 კვ.მ

სავარაუდო სიღრმე : 9-18 მ

დაძრული მეწყერული სხეულის ხილული სავარაუდო მოცულობა : 800 000 კვ.მ]

მეწყერული პროცესის სავარაუდო განვითარება – ნეგატიური (ექსტრემალური) სცენარი:

იქიდან გამომდინარე, რომ მეწყერის უბანში ფართობის და ამგები ქანების დახრილობა არ არის დიდი, სავარაუდოა, რომ მეწყერი შეინარჩუნებს გადაადგილების (ფერდობზე დაცურების) შედარებით მცირე სიჩქარეს. ვინაიდან მასა დიდია, მიუხედავად მცირე დახრილობისა, მეწყერი შეიძენს საკმარის აჩქარებას, რათა გადავიდეს გზის მეორე მხარეს და გავრცელდეს უფრო მეტი აჩქარებით მტკვრის მიმართულებით.

ამჟამინდელი მონაცემებით, ფერდობიდან ნაპრალით გამოყოფილი ბლოკის სხვადასხვა უბანი ფერდობიდან სხვადასხვა სიჩქარით და მიმართულებით გადაადგილდება. კერძოდ, გეოდეზიური და აეროფოტოგრამმეტრიული მონაცემებით, გადაადგილების სიჩქარე მერყეობს 2.6-დან 5.5 სმ-მდე. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი მიღებული შედეგების დასაზუსტებლად.

მეწყერის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა, ასეთ შემთხვევაში, მეწყერი აზიანებს მაგისტრალური წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს. რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყერის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც მეწყერის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) გაამარტივებს და სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ღვარცოფული ნაკადი.

მეწყერულ-ღვარცოფული აქტივობა სავარაუდოდ, მოიცავს :  მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანის და მაჭავარიანის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე, ზედა მეწყერის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყერის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩაზე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

დასათვლელია სცენარები, თუ რა მიმართულებებითაა შესაძლებელი მეწყერის გავრცელება და რა დასახლებულ პუნქტებს შეეხება ის. მეწყერის მოცულობიდან გამომდინარე (მოწყვეტილი მასა), რომელიც თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასია, აუცილებელია, შევაფასოთ სრული სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოვახდინოთ პროცესის მართვა ისე, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა,” – ნათქვამია დოკუმენტში.

თეგები: ვაშლიჯვრის ფერდობიმეწყერი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ათას კუბურ მეტრზე მეტი მიწა ჩამოიშალა – მეწყერი კახეთში

სექტემბერი 19, 2021
819
მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 18, 2021
805
საზოგადოება

ვაშლიჯვრის ფერდობზე ეფექტიანმა ჩარევამ შედეგი გამოიღო – ვლადიმერ ბოჟაძე 

მაისი 1, 2021
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია