ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში გადავიდა და ამ დრომდე სიმპტომები არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, იზოლაციაში არიან ის პირებიც, ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.











