აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივ ზომებს გამოიყენებენ,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ „მთავარ არხთან“ განაცხადა.
მისი განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. „სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, – განაცხადა სირაძემ.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, დაუმორჩილებლობის აქცია 6 თებერვლის, საღამოს 20 საათზე პარლამენტის წინ დაიწყო და მსვლელობით გაგრძელდა დედა ენის ბაღში.











