ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
„სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. შსს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვახდენთ დანაშაულის პრევენციას.
კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა, არის საჯარო სტატისტიკა, სადაც კარგად არის ასახული დანაშაულის შემცირება,”- განაცხადა სირაძემ.
შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცს, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს.











