სამი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ვაზიანი-გომბორი თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, მგზავრებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს.
სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში გადაჰყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ავტორი: ხათუნა გუიაშვილი











