ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაზიანი- გომბორი -თელავის უღელტეხილზე.
ვაზიანი- გომბორის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება ორმა მგზავრმა მიიღო. ისინი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
სასწრაფო დახმარების ექიმების განმარტებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











