fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვეკითხებოდი სად მიგყავართ – მეთქი და არ მპასუხობდნენ – გიორგი რურუა სასამართლოს ჩვენებას აძლევს

14:15 ივლისი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
902
ნახვა

„მთავრი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა სასამართლო პროცესზე ჩვენებას თავად აძლევს. ამით დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება.

რურუამ სასამართლო სხდომაზე, დაკავების დღე გაიხსენა და განაცხადა, რომ მისთვის ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან მისი აქტიურობა უყურდღებოდ სახელმწიფოს არ დარჩენია.

„იმ ღამეს, რაც მოხდა 20 ივნისს, როგორ გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს, როგორ გამიზნებით ესროდნენ, რომ ჩაეკლათ მოქალაქეების სამართლიანი აღშფოთება, ეს იყო წითელი ხაზი, რასაც მთავრობა გადავიდა. 24-ისთვის მე და ჩემი მეუღლე თბილისში ჩამოვედით და ის დღეები ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე გავატარე. იქ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გავიცანი, რომელთაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდათ. ჩემი გვერდში დგომა, შემდეგში გამოიხატებოდა თითქმის ყოველდღე ჩემს ცოლ-შვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე ვიყავი. სამ რამეს მოვითხოვდით… ველოდებოდით 14 ნოემბერს, როდესც უნდა ჩატარებულიყო კენჭისყრა. ჩემი აქტიურობა არ დარჩენიათ უყურადღებოდ. არ იყო გამორიცხული გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს.

როდესაც ეს კენჭისყრა ჩააგდეს, დაიწყო პარლამენტის პიკეტირება, რაშიც ვმონაწილეობდი. ეს საკმაოდ ცივი პერიოდი იყო. ორგანიზებას ვაკეთებდი შეშის, რომ შეგვეტანა. საკვები მიგვქონდა ადგილზე. 17-ში დავრჩი პარლამენტის წინ. მთელი ღამე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გავატარე. დილით ჩემი მეგობრები შემხვდნენ. 4 საათზე უნდა შევკრებილიყავით ისევ. სახლში უნდა წავსულიყავი, მოვწესრიგებულიყავი. წავედი, ჭიჭინაძის ქუჩაზე მანქანაში ჩავსხედით, წავედით ბაგების მიმართულებით სახლში.

გზაში ვერაფერი ვერ შევამჩნიე, სადღაც ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ გაგვაჩერეს. მოვიდა პოლიცის თანამშრომელი. მძღოლს საბუთი მოსთხოვა და გადმოსვლა მოსთხოვა. როდესაც მძღოლი გადავიდა ამ დროს მომენტალურად შემოდის, როგორც შემდგომ გაირკვა ბექა მახარაძე.

ამ დროს „მაზდას” მარკის მანქანა გაჩერდა წინ . მანქანიდან გადავედი, წამიყვანეს მანქანისკენ. ვეკითხები ვინ ხართ – პოლიციიდან ვართო. ვეუბნებოდი საბუთი ენახებინათ – ზურგიდან მაჩვენეს. ვეკითხებოდი რაზე დამაკავეთ-თქო – არ ვიცითო. სამმართველოში მივალთ და გეტყვითო. სიგარეტს მოუკიდეს, მეც შემომთავაზეს. ვუთხარი რომ არ ვეწეოდი. წინ პატრულის მანქანა იდგა. ამ დროს, წინ დვალიშვილი ჩაჯდა, დავიძარით. კიდევ ვკითხე სად მივდიოდით. ქალაქის სამმართველოში უფროსებს აქვთ, თქვენთან სალაპარაკოო. დავიძარით წყნეთის მიმართულებით. ჩავუხვიეთ ვაკის პარკთან. ესენი მეუბნებიან პატარა კაცი ვარ, მე არაფერ შუაში ვარ.

როდესაც მივედით გავაჩერეთ, დვალიშვილი გადავიდა. მოვიდა მაღალი ბიჭი. გადამიყვანეს მახარაძემ, ადეიშვილმა და სამოქალაქო შესასვლელიდან შევედით პოლიციაში.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე დაჭერილი არ ვარ ამ დროს. ავედით მე-7 სართულზე. მარჯვენა კუთხეში, სადაც შევედით ვიდეოთვალი იყო. შემოვიდა გამომძიებელი. მახარაძე და ადეიშვილი გავიდნენ და სხვა პოლიციელი შემოვიდა. ვუმეორებდი რაზე ვიყავი დაჭერილი.

შემდეგ შემოდის ჩემთვის უცნობი ადამიანი და მთხოვს გავიდე გვერდით ოთახში. იქ დამხვდა უცნობი ადამიანი. ახლა შენ დნმ უნდა აგიღოთო. მეთქი ადვოკატის გარეშე ხმას არ ვიღებ, დუმილის უფლებას ვიყენებ, გაბრაზდასავით ეს. ხელბორკილები დაადეთო და გამიყავნეს… შემოვიდა შემდეგ მაღალი ბიჭი და ისე გამიყვანეს სხვა ოთახში.

ჩაიწერა ნივთები, რომელიც მქონდა. პრალონი მქონდა. როგორ ჩავწეროო, ავუხსენი რაც იყო. რომ მთამსვლელებს და მეთევზეებსაც აქვთ. გამიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში. საღამო ხანი იყო, რომ მოვიდნენ. რომ მოვიდნენ ვუთხარი რომ დნმ უკანონოდ აიღეს“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

თეგები: გიორგი რურუათბილისის საქალაქო სასამართლო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

LIVE: პირდაპირი ტრანსლაცია სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან

დეკემბერი 2, 2021
969
სამართალი

ენმ სასამართლოსთან ეკრანს ამონტაჯებს, რომ პროცესს პირდაპირ ეთერში უყურონ

დეკემბერი 2, 2021
1.7k
საზოგადოება

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა- NGO

აგვისტო 25, 2021
824

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია