ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმება. ამის შესახებ ლატვიის საგარეო უწყება სოციაურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის მორიგი ნაბიჯი კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ
„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ 29 ივნისს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებების მიღებას. ეს არის მორიგი ნაბიჯი კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ. ველოდებით საქართველოში შემოდგომით თავისუფლი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, ბარიერი კი 1% იქნება.
აღნიშნული შეთანხმება 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შედგა.
We welcome the adoption of constitutional amendments on electoral reform by the @Geoparliament on 29 June. This is another step toward consolidated democracy. We are looking forward to free, fair and democratic elections in Georgia this autumn. @MFAgovge https://t.co/0WdxTMfOsI
— Latvian MFA (@Latvian_MFA) June 30, 2020











