ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ დღევანდელ პროცესებს ეხმაურბა და ძალადობას გმობს.
“ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ”,- წერს კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდეგებიან, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც.











