ვენესუელამ რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის 100 000 დოზა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვენესუელაში კორონავირუსით 132,743 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 1,273 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124,734-ს შეადგენს.











