ვენეციის კომისია საქართველოში საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს ხელისუფლებამ მათ დაგვიანებით მიმართა, რაც არ იყო საკამრისი დრო და შესაბამისად კანონი კომისიის რეკომენდაციის გარეშე დამტკიცდა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით 2020 წლის 16 სექტემბერს დამტკიცდა, მეორე მოსმენით კი იმავე წლის 18 სექტემბერს. 2020 წლის 18 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას საჯარო განცხადებით მიმართა და სთხოვა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გამოეთხოვათ კანონპროექტთან დაკავშირებით იქამდე, სანამ მისი დამტკიცება მოხდებოდა. თავის მოთხოვნაში, რომელიც ვენეციის კომისიას 22 სექტემბერს გაეგზავნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებდა, რამდენად აკმაყოფილებდა ცვლილებების პროექტი კომისიის ძირითად რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის, გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ჰქონდა ძალიან ლიმიტირებული დრო და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავისი ანალიზი დაეყვანა იქამდე, მოდიოდა თუ არა კანონპროეტი კომისიის წინა რეკომენდაცაიებთან თანხვედრაში. 2020 წლის 30 სექტემბერს სამდივნოს ეცნობა, რომ, სამწუხაროდ, კანონპროექტი მესამე მოსმენით იმავე დღეს დამტკიცდა.
ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონსპროექტი მესამე და უკანასკნელი მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს დატკიცდა, თუმცა რჩება საქართველოს ხელისულების განკარგულებაში ამ საკითხში მომავალი დახმარებისთვის,“ – ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.











