fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვერ აწამებენ, ვერ იჭერენ, ვერ ხვრეტენ, მაგრამ დარჩა სიცრუით და მანიპულირებით ძალადობა – ლაშა ნაცვლიშვილი

00:18 ივლისი 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

ეს ხალხი, რომელიც სახელმწიფოსა და ლეგიტიმური და არალეგიტიმური ძალადობის ალიანსს წარმოადგენდა, საკუთარ უბნელეს წარსულს წარმოადგენს როგორც ნათელ მომავალს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლა ან მათ მხრიდან შეცდომების მონანიება გამორიცხულია და ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ტოტალიტარული რეჟიმის კლასიკური მაგალითი შექმნეს.

„ჩემი აზრით, ტოტალიტარიზმის კლასიკაში – გერმანული ნაციზმის, იტალიური ფაშიზმის შემდეგ, ჩვენს კონტინენტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი ტოტალიტარული სისტემა, სადაც ევროვიზიის კონკურსანტის კაბის ფერიდან დაწყებული, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტით დამთავრებული, ყველაფერს ერთი ძალა წყვეტდა, ეს არის კლასიკა და სახელმწიფოს მიმტაცებელი ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს გვირგვინად 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტი დაადგა და ყველა საშიში რაც არის – ქუჩისა და ძალადობის ალიანსი, ამას სთავაზობენ ნათელ მომავლად, ეს მართლაც ბნელი წარსულის მოციქულები“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს საქართველოს ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის დროში დაბრუნებაში ადანაშაულებს, მაშინ როცა გიორგი რურუა პოლიტიკაში სწორედ აბაშიძის პარტიის სიით მოვიდა. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შეცდომა საზოგადოების არასათანადო შეფასებაა.

„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ისინი უშვებენ, არის ის, რომ ქართველი ხალხი მართლა სულელი ჰქონიათ, აი ამ უტიფრობას რომ ჰკადრებენ. იმიტომ რომ არ არიან ამ ხალხის ნაწილი. იმიტომ რომ ახლაც, ამ სიცრუითაც მასზე ძალადობენ. აღარ აქვთ ინსტრუმენტები, ვერ აწამებენ. ჭაკუა აღარ არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვერ აწამებენ, ვერ იჭერენ, ვერ ხვრეტენ. მაგრამ დარჩა ძალადობის ეს სახე – სიცრუით და მანიპულირებით ძალადობა და ჩემი აზრით, ამ ძალადობასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს საკადრისი პასუხი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თეგები: ლაშა ნაცვლიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას – ლაშა ნაცვლიშვილი

მარტი 13, 2021
833
პოლიტიკა

გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი? – ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილს

მარტი 7, 2021
4.8k
პოლიტიკა

არ გასვენებთ “ნაცებო” ბნელი წარსული და ითხოვთ, რომ არც ხალხს დაავიწყდეს? – ლაშა ნაცვლიშვილი

მარტი 6, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია