ჯერჯერობით ყველაზე დაცული ადამიანი ქუჩაშია, აქციები იმართება ღია სივრცეში, ეს პროცესი არ გაჩერდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.აცხადებს.
„ჩვენ, ოპოზიცია შევთანხმდით საერთო ქმედებებზე, მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჩვენი აქცია პარლამენტის შეკრების პირველ დღეს და ამას ყველა პოლიტიკური პარტია იცავს. მაგრამ ამავდროულად ყველა ინდივიდუალურად თავისუფალია თავის გადაწყვეტილბებში. ბათუმში ახლა ჩვენ აქციებს რომ ვმართავთ, ეს არ არის საერთო ოპოზიციური აქცია. ეს არის ჩვენი ინდივიდუალური აქცია, რომელზეც ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს რაღაც აქციის ჩატარება. არ არის აუცილებელი, რომ ეს ამ ფორმატში იყოს ჩატარებული. ის, რაც მთლიან ფორმატში თანხმდება, იმას ყველა პარტია იცავს.
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ყველაზე დაცული ადამიანი ქუჩაშია და ღია სივრცეში. ეს აქციები იმართება ღია სივრცეში, ხელისუფლება გველაპარაკება ეპიდვითარებაზე, რომელმაც სულ რაღაც სამი კვირის წინ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით გაწუწა. მაშინ არ იყო ხომ, ეპიდვითარება საგანგაშო ქვეყანაში, არა?! ასე რომ, ნამდვილად ვერ მივიღებთ ახლა ვერავისგან, მით უმეტეს, ხელისუფლებისგან ეპიდვითარებაზე მინიშნებას, როდესაც ჩვეულებრივ აქციის მონაწილეებს ცივ წყალს ასხამდა ნოემბერში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.











