გერმანიის ქალაქ ორ-ერკენშვიკში სპორტის კომერციალიზაციის მოწინააღმდეგეებმა ფეხბურთი შიშვლებმა ითამაშეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მატჩის ორგანიზატორი მხატვარი გერიტ სტარჩევსკია. ფეხბურთელებს მხოლოდ გეტრები და ბუცები ეცვათ, რის მიხედვითაც ისინი თანაგუნდელებსა და მოწინააღმდეგეებს განასხვავებდნენ, სათამაშო ნომრები კი ზურგზე საღებავით ეწერათ.











