ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბინაზე 7 164 პირი მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ამასთან, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოროანვირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, გარდაიცვალა 6.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3155 ადმიანი.











