ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. ამასთან, რეგიონში დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ტესტირება.
გთავაზობთ დაუმუშავებელ ვიდეომასალას, რომელიც მესტიაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ უტარდება მოსახლეობას ტესტირება, ეპიდემიოლოგები კი რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
დღეს, მესტიაში კორონავირუსის ახალი 17 შემთხვევა დაფიქსირდა.











