ნიკა მელია გლდანის ამომრჩეველს შეხვდა.
მელიამ გაყალბებული არჩევნების თაობაზე ისაუბრა და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რომელიც, 14 ნოემბერს 3:00 საათზე გაიმართება. მისი განცახდებით, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება.
“მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პარალელურად გაგრძელდეს მშვიდონიანი, მტკიცე და დაუღალავი პროტესტი. შედეგი აუცილებლად დადგება”- ამბობს ნიკა მელია
“ოპოზიცია დღეს არის ერთიანი, როგორც არასოდეს უნიკალური მდგომარეობაა, რეალობა არის ასეთი, მთელი ოპოზიციაური, პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანი იმიტომ, რომ შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანაში არის რეჟიმი და ეს რეჟიმი აღარ აპირებს არჩევნების ჩატარებას, ამიტომ უნდა ვიდგეთ ერთად მანამ, სანამ ამ რეჟიმს კისერს არ მოვუგრიხავთ – განაცხადა მელიამ.











