fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვიდრე დიდი ქვეყნების ზეწოლა გამკაცრდება, აზერბაიჯანი ცდილობს სტრატეგიული სივრცე დაიკავოს – მამუკა არეშიძე

15:18 ოქტომბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
857
ნახვა

დღეს, 26 ოქტომბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ზავი გაფორმდა. შეთანხმება აშშ-ს დეპარტამენტის დახმარებით შედგა.

ერთობლივი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 26 ოქტომბერს 08:00 საათზე შევიდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან, რამდენიმე წუთში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთი ვაშინგტონის ჩართულობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული ტერიტორია ე.წ ლაჩინის კორიდორი დაიკავოს.

„აზერბაიჯანული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ზეწოლა გამკაცრდება მსოფლიოს საზოგადოების და დიდი ქვეყნების მხრიდან, მანამდე აზერბაიჯანმა მოახერხოს, რაც შეიძლება უკეთესი სტრატეგიული სივრცის დაკავება და იგულისხმება ლაჩინის კორიდორი. ლაჩინის კორიდორამდე 10 კილომეტრია დარჩენილი, გუშინ და დღეს საბრძოლო მოქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ლაჩინის კორიდორი იყოს ლიკვიდირებული.

ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღი პრაქტიკულად ერთი პატარა ვიწრო ზოლის გარდა მოწყვეტილი იქნება სომხეთისგან. თუ იმ ინტენსივობით გააგრძელა, როგორიც აქამდე იყო, ბაქოში ფიქრობენ რომ მოასწრებენ, თუმცა მე ვფიქრობ რომ ვერ მოასწრებენ“, – ამბობს არეშიძე.

მამუკა არეშიძის განცხადებით, ლაჩინის დასახლებაში უკვე გამოჩნდნენ რუსი სამხედროები, „დამკვირვებლების“ სახით, რაც აზერბაიჯანული მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს.

კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური ბაქო იერიშს მიიტანს აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტიში შესაძლოა უკვე რუსეთიც ჩაერთოს. აქამდე რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ოფიციალურად ვერ ერთვებოდა.

„მერე უკვე ეს ამბავი შეწყდება. ლაჩინის კორიდორს ვეღარ აიღებენ, იმიტომ რომ ლაჩინში პირველად გამოჩნდნენ რუსი სამხედროები, ვითომ დამკვირვებლების სტატუსით და გაფრიალეს რუსული დროშა. თვითონ ლაჩინის კორიდორზე შეტევის სემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ გადაიზარდოს რუს სამხედროებზე თავდასხმაში“, – განმარტავს არეშიძე და პარალელს ავლებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე, სადაც რუსული მხარე საქართველოს მიმართ, ძირითად ბრალდებად მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას იყენებდა.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია