ვიეტნამში 28 წლის მამაკაცს კარანტინის წესები დარღვევისა და კორონავირუსის გავრცელებისთვის 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი „საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებაში“ ედება.
გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცმა 8 ადამიანი დააინფიცირა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.











