fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვიღაცა ნებსით, თუ უნებლიედ ასრულებს რუსულ ოცნებას – გია ხუხაშვილი

12:20 ოქტომბერი 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
944
ნახვა

პოლიტიკის ექსოერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში  პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

“პრაიმტაიმნიუსი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“უნდა ამოვდიოდეთ იმ ინტერესიდან, რომ უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ის არ ითვლება კვადრატული მეტრებით და დოლარებით, არამედ განუზომელი და შეუფასებელია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა საბუთი უნდა მოვიძიოთ ამის დასამტკიცებლად. უფრო მეტიც, რომც ვერ მოვიძიოთ, უნდა შევძლოთ და ვიპოვოთ ისეთი კომპრომისი ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის.

შესაბამისად, აქ პრობლემა არც რუქებშია, არც დემარკაციაში და არც თუნდაც გამოძიებაში.

პრობლემა ახლანდელ კონტექსტში, ფორმაში და შესაბამის ნარატივშია.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვიღაცამ “გაყიდა” ქართული მიწები, ე.ი. ვამბობთ რომ აზერბაიჯანმა იყიდა, ანუ უკანონოდ მიიტაცა.

ეს ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც აზერბაიჯანს აქვს სასტიკი ომი სწორედაც რომ, საკუთარი მიწების დასაბრუნებლად.

ისმის კითხვა – ვის წისქვილზე ასხამს ეს ვითარება წყალს?

პასუხი მარტივია – რუსეთის, რომელიც ამ ომში არის მხარე და დაინტერესებულია:

1. საქართველოში ანტი-აზერბაიჯანული განწყობების შექმნით.

2. აზერბაიჯანში ანტი-ქართული განწყობების შექმნით.

3. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვით.

როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება?

ნებისმიერი ქმედება, მათ შორის გამოძიებაც უნდა დაეტოვებინა სამუშაო ვითარების ფარგლებში და არ ექცია აღვირახსნილი პროპაგანდის საგნად, შიდა, თუ გარე პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. უკიდურეს შემთხვევაში, გადაედო, სანამ ყარაბაღში ცხელი ომის ფაზა დასრულდებოდა.

უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმით წარმართული პროცესი ხელს კი არ უწყობს პრობლემის გადაჭრას, პირიქით, აზიანებს და სერიოზული რისკების გენერაციას უწყობს ხელს.

დასკვნა – ვიღაცა ნებსით, თუ უნებლიედ ასრულებს რუსულ ოცნებას – საქართველო-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური კვანძის გადაჭრას…”,- წერს ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

 

თეგები: გია ხუხაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება” ცდილობს, პარლამენტში „პალაჟენია” აღადგინოს

ივნისი 9, 2021
791
პოლიტიკა

შიშით შეპყრობილი ხელისუფლების უკანასკნელი ნავსაყუდელი – ხუხაშვილი კობახიძის განცხადებაზე

ივნისი 5, 2021
797
პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემაა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა

ივნისი 2, 2021
803

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია