მე სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურ ძალასთან ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არაჯანსაღი პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.
„მე სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურ ძალასთან ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არაჯანსაღი პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს. ძალიან რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ დიდია გავლენა ისეთი მიდგომების, როდესაც ვიღაცას მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდა. ამიტომ შეგნებულად წყალს ამღვრევს არასწორად, უსაფუძვლოდ, მაგრამ ეს არის მისი ერთადერთი შანსი. ეს ცუდი რამ არის. მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ვერ ვიგულისხმებდი, მაგრამ ეს პარტიები ყველაზე მეტად შემჩნეულები არიან. შეიძლება იყვნენ სხვებიც. არის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ აინტერესებთ არაფერი გარდა ერთისა – ან ხელისუფლება მთლიანად, ან არაფერი. არიან ძალები, რომლებიც გულწრფელად მოტყუებულები შეიძლება იყვნენ, ან არასწორი მოლოდინები ჰქონდათ. მთავარია, თუ განწყობა იარსებებს სიმართლე დაადგინონ და ამისთვის აღმოჩნდება გაბედული ხალხი, იტყვიან, რომ როდესაც დასაწყისში ვთქვი, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ რეალურად არც არაფერი გაყალბებულა და ახლა ჩემი გადაწყვეტილება განსხვავებული იქნება, ეს არის ჩემი აზრით, საღი აზრი, რომელმაც ოპოზიციის მხრიდან უნდა გაიმარჯვოს. ვფიქრობ, ეს ყველაზე ლოგიკური იქნება ოპოზიციის მხრიდან. ვნახოთ, ვვარაუდობ, რომ ასეთი მაინც არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.










