ვიმედოვნებ, რომ ეს პარტიის შიდა პრობლემებია, რომელიც არასწორ დროს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამობუყბუყდა ზედაპირზე, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ზურა ჯაფარიძის მიერ „გირჩის“ სხვა ლიდერებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას.
მისივე თქმით, მსგავსი კონფლიქტები სხვა პარტიებშიც მომხდარა.
„მჯერა, რომ „გირჩის” სიით გასული არცერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა. სამწუხაროა! მე თითოეულ წევრს ვიცნობ, პატივს ვცემ და მსგავსი კონფლიქტები მომხდარა სხვადასხვა პარტიებში მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობაში სხვადასხვა ეტაპებზე, მაგრამ ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება. სამწუხაროა, დასანანია, რომ მოხდა და მოხდა ახლა, მაგრამ ყველაფერი არის მოგვარებადი“, – განაცხადა მელიამ.











