ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება შედგეს.
„ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც თავს იკავებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვისგან შეთანხმება შედგეს, ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები და მათ შეასრულონ ის მოვალეობები, რომელიც აკისრიათ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. მუშაობაში იგულისხმება ყველაზე მთავარი რამ, რომ ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები პოზიციებს შორის, უამისოდ ძნელად მესახება რაიმე შეთანხმება შედგეს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე საამისოდ იყოს განწყობილი. წითელი ხაზი იყო ახალი არჩევნების ჩატარება, სხვადასხვა კონფიგურაციითა და ვარიაციით. ეს, რა თქმა უნდა, კვლავ მიუღებელია, რადგან ამას არავითარი არგუმენტი არ განაპირობებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.










