fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვინ ჩაიდინა ეს? ეს იყო დასჯა? – ეკა ბესელია პრემიერს მის გარშემო აგორებულ სკანდალზე პასუხს სთხოვს

14:56 ივნისი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
885
ნახვა

ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, პრემიერს პასუხს სთხოვს. როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადა, გიორგი გახარია მას დაჰპირდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს გასცემდა, თუმცა მას შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა.

„ეს ბოლო ანგარიშია ამ მოწვევის პარლამენტში და არ მინდა პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს კითხვა არ დავსვა, რომელზე პასუხსაც თქვენ დამპირდით. ეს არის კითხვა, რომელმაც ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან მთავრობის წევრები, რომლებსაც, შესაძლოა იყვნენ დაკავშირებულები ამ საკითხთან.

ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ იყავით შსს მინისტრი, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის მიმართ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით, რომ მეტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრა, რომ ეს საქმე გახსნილია, იმიტომ რომ ის გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიმიღია.

გეკითხებით ახლა. ვინ დაგეგმა ის დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა მის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს იმ პერიოდს, როცა ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლის 10-კაციანი სიის გამო. რა იყო ეს. ეს იყო დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა და აირჩევდა პროტესტის იმ ფორმას, რაც მე ავირჩიე.

მე ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მივიღებ. რა დროც არ უნდ დასჭირდეს ამას. არ დავიღლები იქამდე, ვიდრე არ გავიგებ კონკრეტულ სახელს და გვარს და ეს იმისთვის, რომ ელემენტარულად ამ ქვეყანაში რაიმეს ფასი ჰქონდეს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელია აღნიშნავდა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის განცხადებებს.

გამოძიების ვერსიით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა საქართველოს მოქალაქემ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული კადრები ბრალდებულმა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქისგან მიიღო.

თეგები: ეკა ბესელია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ეკა ბესელიას პარტია მოქალაქეებს ვაქცინაციის დროს ტრანსპორტირებაში დაეხმარება 

აგვისტო 17, 2021
787
პოლიტიკა

ეკა ბესელია: გახარიამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მმართველობის ჯანსაღი ფორმა არ გვაქვს

ივნისი 9, 2021
783
პოლიტიკა

თალაკვაძე დაასუსტეს, დარწმუნებული ვარ, ამაში კობახიძის ხელი ურევია – ბესელია

მაისი 5, 2021
1.9k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია