კითხვას, ვინ გამოუშვა უგულავა, ეს კითხვა მე არ მეკუთვნის – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, ვინ გამოუშვა ციხიდან გიგი უგულავა უპასუხა.
„რაც შეეხება შეკითხვას, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა, ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა თავდაცვის მინისტრი ვარ, ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღევანდელი გამოსვლიდან ასევე ნახეთ:
პარლამენტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.











