ის, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, არის აბსურდი, რადგან ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დემონსტრაციულად არ დაემორჩილა ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს.
„რამე ტიპის დევნაზე საუბარი, სპეკულაციაა. ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში როგორ დაარღვია ის პირობა, რაც სასამართლოს წესით ჰქონდა დაკისრებული. ეს არის სასამართლოს დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა. როდესაც პირს, რომელსაც აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაკისრებული (გირაო) და ამას არღვევს, პროკურატურა უფლებამოსილია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე შესაბამისი პირობით. ეს არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. ვინც არ ემორჩილება კანონს, ლოგიკურია, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.










