საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, “ტვ პირველის” მიერ ჩანაწერის გავრცელება უზნეობაა.
გია ვოლსკის თქმით, ვალდებული არაა ამ თემაზე ოპოზიციის კითხვებს უპასუხოს, რადგან მათგან ნაწილი მკვლელობების შემკვეთები თავად არიან, ნაწილი და მკვლელების გვერდზე დგას.
“სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, დაავალეს და მოკლეს, რეალურად აწამეს და მოკლეს ადამიანი. დღეს ეს ადამიანები დგანან და გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო. რაც შეეხება მურუსიძეს, მე მისი ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მას დაუწერეს კანონი, რომელის მიხედვითაც, ის შედეგი უნდა დამდგარიყო რაც დადგა. ბოროტება იმაშია, რომ მურუსიძეს კანონი დაუწერეს დღეს დგანან და იმათი გამოძახილებით შეკითხვებს ვუსვამთ ერთმანეთს. ეს ხალხი დღეს შემკვეთიც და მწამებელიც, ამ ადამიანების გვერდით დგანან გინდა “ლელო” აიღეთ და გინდათ სხვა პარტია და აქედან მორალს გვიკითხავენ 11 წლის წინ, რა განცხადება გააკეთა ბავშვმა, რომელსაც უწმაწურად აგინეს. ეს არის უზნეობა და უნდათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ამ უზნეობაში ჩართონ.”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ”რუსთავი 2-ის” ეთერში.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











