ვინც კი აქციის გამართვა დააპირა, ყველა ჩემს კაბინეტში მოვიწვიე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს.
„ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში ტურიზმის ინდუსტრიასთან წინა ხაზზე ვართ. არაერთი შეხვედრა შედგა ამ პერიოდში სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თუ კომპანიებთა. ვიცით, რომ პრობლემები გრძელდება და ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება ამ ინდუსტრიას.
აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სეროზული პრობლემა არსებობს და ამის შესახებ ჩვენ არ ვიცით. ჩვენთან აქციებზე საუბარი საჭირო არ არის. ვინც კი აქციის გამართვა დააპირა, ყველა ჩემს კაბინეტში მოვიწვიე.
ყური მოვკარი, რომ ზოგიერთს პოლიტიზირებული მოთხოვნები ჰქონდა. არ მახსენდება, ვინმეს შეხვედრა მოეთხოვა და ჩვენ არ შევხვედროდით. უნდა იყოს საგნობრივი საუბარი და არა პოლიტიზებული“, – ამბობს ნათია თურნავა.











