პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკის თქმით, პარლამენტარები, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, საზოგადოების წინაშე ვალი მოიხადეს.
მისივე თქმით, გარკვეული „დესტრუქციული პოლიტიკური ძალები“ აუცილებლად უნდა დაეცეს.
„პარლამენტარებმა ვინც მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მე ვფიქრობ საზოგადოების წინაში მოიხადეს ვალი და სერიოზული ნაბიჯი გადავდგით ყველამ ერთად იმისათვის რათა პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება მოხდეს.
ეს დესტრუქციის ხარისხი რისი მატარებლების არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, აუცილებლად უნდა დაეცეს, შემცირდეს მით უმეტეს ძალიან ბევრი გამოწვევები აქვს ქვეყანას“, – ამბობს გია ვოლსკი.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2020 წლის არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება.











