ჩვენ ვინც უნდა მოგვიწოდოს პარლამენტში შესვლისკენ, პოზიცია გვაქვს მყარი იმ თვალსაზრისით, რომ ლეგიტიმაცია თუ არ აქვს პარლამენტს, შესვლა ხელს კი არ უწყობს განმუხტვას, უნდობლობას ნერგავს არჩევნების მიმართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ზოგადად, ეს შემოთავაზება მთავრობისგან არსებობს. ოღონდ, ეს შემოთავაზება ვერ განხორციელდება, თუ არ განიმუხტა ის დანარჩენი საკითხები, რადგანაც ეს ყველა საკითხი ერთად – იგულისხმება პოლიტიკური დაპატიმრებები და ვადამდელი არჩევნები, ეს საკითხები თუ არ გადაიჭრა, სხვა საკითხები ვერ დაიძვრება, რომელიც ბევრად უფრო გრძელვადიანია. საპარლამენტო მუშაობა და შიგნით დემოკრატიული ახალი პროცესების დანერგვა, ვერ მოხდება, თუ პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი არ გაირკვა“, – განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი, რომ ჯერ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და შემდეგ გადაწყდეს ეს საკითხები, გიგა ბოკერია პასუხობს:
„ანუ, მიშელმა გვითხრა თუ არა ეს ამ შეხვედრაზე? არა, აქამდე საკითხი არც მისულა, რადგან ჯერ ჩარჩო დაიდო იმისა, როგორ და რა საკითხებს ხედავს ის ჩვენთან, ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებად. ჩვენ ვინც უნდა მოგვიწოდოს პარლამენტში შესვლისკენ, პოზიცია გვაქვს მყარი იმ თვალსაზრისით, რომ ლეგიტიმაცია თუ არ აქვს პარლამენტს, შესვლა ხელს კი არ უწყობს განმუხტვას, უნდობლობას ნერგავს არჩევნების მიმართ“.











