დაუდგენელმა პირმა პეტერბურგში ცნობილი როკმუსიკოსის, ვიქტორ ცოის 83 წლის მამის ავტომობილი გაიტაცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დაუდგენელმა ბოროტმოქმედმა 83 წლის რობერტ ცოის ცისფერი „ფოლკსვაგენი“ გაიტაცა. ზიანი 245 ათას რუბლს შეადგებს“, – აცხადებენ სამართალდამცველები.
მათივე განმარტებით, მანქანა 15 მაისს პარკინგიდან გაიტაცეს.











