რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის თანახმადაც პოლიტიკოსი ალექსი ნავალნი შესაძლოა ФСБ-ს თანამშრომლებმა მოწამლეს:
რაც შეეხება ამ პაციენტს ბერლინის კლინიკიდან… არაერთხელ მითქვამს, შემიძლია ზოგიერთი რამ ისევ გავიმეორო. პსეკოვმა გუშინ მიამბო ბოლო დროის გამოგონილ ამბებზე ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლების შესახებ. ეს არ არის გამოძიება. ეს არის ამერიკის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზება. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ეს იციან და ტელეფონს იყენებენ იქ, სადაც საჭიროა.
ვლდაიმერ პუტინი
პუტინის თქმით პაციენტს ბერლინის კლინიკიდან ზურგს ამერიკული სპეცსამსახურები უმაგრებენ, რუსულ სპეცსამსახურებს მისი მოკვლა არ სჭირდებოდათ.
ვის რაში სჭირდება? ეს რომ დომოდათ [მოწამვლა], საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ
ვლადიმერ პუტინი
რამდენიმე დღის წინ გავლენიანი მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, სადაც საუბარია მასზედ, რომ ნავალნი „ნოვიჩოკით“ შესაძლოა ФСБ-ს თანამშრომლებმა მოწამლეს და ეს ოპერაცია პუტინის თანხმობის გარეშე ვერ ჩაივლიდა.
ნახეთ დაწვრილებით ⇓⇓











