ვისაც შესვლა უნდა პარლამენტში შევიდეს და სისინს თავი დაანებოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში პოლიტპატიმრების საკითხი უმნიშვნელოვანესია.
„სინამდვილეში ყველაზე ცუდად დაგვარტყეს პოლიტპატიმრების ნაწილში. ეს ნაწილი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან ტყუილუბრალოდ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა მეგრელიშვილის, იაგოს და იქით იოსელიანის და ელისაშვილის მოძრაობები, რომელიც აბსოლუტურად უნაყოფო მოძრაობებია, ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ დროს როდესაც შევძლებთ დავსხდეთ სერიოზულ საკითხებზე, იმიტომ, რომ რომ ხედავენ, რომ ოპოზიციაში ვიღაცები დადიან და რაღაცებს დასისინებენ, ამით ერთობიან. ის ვისაც შესვლა უნდა პარლამენტში- შევიდეს და სისინს თავი დაანებოს. ხელისუფლებას მინდა მივმართო, რომ ახალი წლის მერე მოგვიწევს დაჯდომა და სერიოზული საუბარი და საუბარი იქნება არა გამოგონილ იდეებზე, არამედ საუბარი იქნება ვადებზე, როდის და რანაირად მივდივართ, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას, რომელსაც ესენი მართავენ. ქვეყანას არ სჭირდება ჯაყჯაყი და დღეს ქვეყანას აჯაყჯაყებს ერთადერთი რამ, ის სისტემა რა სისტემაც მას მართავს და ოპოზიციის ნაჯაყჯაყარი არ გაიშვა, გამოდიან და საუბრობენ რევოლუციებზე, მაგ ბრიყვებმა ისიც კი არ იციან, რომ რევოლუციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არასწორად მართავს, რომელსაც ხალხი მოთმინების ფიალის ავსებამდე მიყავს და სადაც მომხდარა რევოლუცია, ყოველთვის ხელისუფლების ბრალი იყო. რევოლუციის თემა დღეს კიარა არც არასდროს არ ყოფილა განხილვის თემა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.











