„იმის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ სააკაშვილის მმართველობა ვისაც არ მოსწონდა, ბოკერია ეხატება მაინცდამაინც გულზე“ – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამომრჩეველი, რომელსაც აწმყო არ მოსწონს, არ არის მზად წარსულში დასაბრუნებლად.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს ერთი ელექტორატი, რომელიც რაღაც პროპორციით არის გადანაწილებული ამ პარტიებს შორის. ელექტორალური განვითარების პოტენციალი მათ მაინცდამაინც არ აქვთ. შიდა განაწილება ამ პარტიებს შორის როგორიც არ უნდა იყოს, ეს საერთო სურათს არ შეცვლის. იმის მიუხედავად, რომ „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო, ამომრჩევლების დამოკიდებულება მათ მიმართ მაინც ერთი და იგივეა. ამომრჩეველი, რომლისთვისაც დღეს ძირითადად პოლიტიკურ ველზე მიდის ბრძოლა და რომელსაც არ მოსწონს აწმყო, არ არის დღეს მზად რომ წარსულში დაბრუნდეს. ეს ამომრჩეველი თვლის, რომ ბოკერია ისეთივე პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე რაც ხდებოდა წარსულში, როგორც სააკაშვილი. იმის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ სააკაშვილის მმართველობა ვისაც არ მოსწონდა, ბოკერია ეხატება მაინცდამაინც გულზე“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
„ვისაც სააკაშვილი არ მოწონდა იმას არც ბოკერია მოეწონება და ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ მეტ ხმებს მიიღებს ამის გამო“- გია ხუხაშვილი
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2020











