fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

 ვისთვის იქნება ფასიანი და უფასო ზონალურ-საათობრივი პარკირება

16:34 აგვისტო 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
4.7k
ნახვა

თბილისის მერიის მიერ დანერგილი ახალი საპილოტე პროექტი, რომელიც პარკირებისთვის საათობრივ გადასახადს გულისხმობს, კახი კალაძის განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს და იგივე პრინციპი საბურთალოზე – პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზეც განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები პირებისთვის ავტომობილების პარკირება სრულიად უფასო, ხოლო სხვა უბნიდან შემოსულებისთვის პირველი 15 წუთიც უფასო და მომდევნო დრო ფასიანი იქნება. პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისთვის და მათთვის, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს.

“ზონალურ-საათობრივი პროექტის მიმართულებით ჩვენ უკვე განხორციელებული გვაქვს საპილოტე პროგრამა კონკრეტულ ქუჩებზე  და საკმაოდ წარმატებით. შემდეგი არის საბურთალო, პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, სადაც იგივე პრინციპი განხორციელება.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას იაქტიურონ, იმისთვის, რომ მოხდეს მათი კერძო ავტომობილების დარეგისტრირება ჩვენს სისტემაში. პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისაც ყავს ავტომობილი, პარკირება უფასოა.

ასევე, უფასო იქნება პარკირება შშმ პირებისთვის და მათთვის, ვისაც ჰყავს ელექტრომობილები. სხვა უბნებიდან შემოსული ადამიანებისთვის პარკირების პირველი 15 წუთი უფასო, ხოლო შემდეგ, რა თქმა უნდა, ექნებათ გადასახადი.

ყველა რაიონში, ყველა უბანში ანალოგიური მიდგომა დაინერგება, თუმცა რაიონების მიხედვით განსხვავებული იქნება პარკირებისთვის დაწესებული გადასახადი”, – განაცხადა კახი კალაძემ.

მერის განმარტებით, 10 სექტემბრიდან უკვე ძალაში შედის ზონალურ-საათობრივი პარკირება და მოსახლეობას სთხოვს დროულად დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები.

კალაძე ავტომფლობელებს მოუწოდებს საინფორმაციო ჯიხურებს მიმართონ, სადაც მერიის თანამშრონლები ყველანაირად დაეხმარებიან კერძო ავტომობილის დარეგისტრირებაში.

ასევე, მიაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ ფუნქციონრებს ზონალური საათობრივი პარკირება.

თეგები: ზონალური პარკირება

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინის გამზირზე ამოქმედდება

ივლისი 15, 2020
872

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია