„ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი სამომავლოდ სიხშირის ზრდა იგეგმება.
მაისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს.
არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.











