შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2019 წლიდან მუშაობდა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.











