ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე, Facebook-ს საკუთარ გვერდზე გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე წერს.
„რამდენიმე დღის წინ, გახარიაზე სტატია დაიწერა, რომ გავრცელდებოდა ჭორები, თითქოს ის არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმებს წაართმევს და ვერ გადალახავს 43%-იან ბარიერს, იქნება რიგგარეშე არჩევნები და ა.შ.
ეს ყველას ჭორები გვეგონა, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ აჟღერებენ გახარიასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. ალბათ, ამიტომაც არის „კრიტიკული მედია“ არა გახარიას „გაშავებით“, არამედ მისი „პიარით“ არის დაკავებული. ამით სულ უფრო ცხადი ხდება, რომ გიორგი გახარია ძალიან საეჭვო თამაშში ერთვება. იმედია, დღევანდელი პრეზენტაცია უფრო ბევრ საკითხსა და ეჭვს არ გააჩენს, დაველოდოთ…“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება.











