რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.
მხარეები მისესალმებიან დონბასში უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2020 წლის 27 ივლისიდან შევა ძალაში. აღნიშნულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინმაც.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დონბასში ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად დამატებითი ზომების დაუყოვნებლად განხორციელება.
ასევე, საუბარი შეეხო პატიმრების გაცვლას. ვლადიმერ ზელენსკიმ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია გათავისუფლდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში, ასევე რუსეთში არიან დაპატიმრებულები.











