უკრაინის პრეზიდენტი საკარანტინო ზომების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
განხილვის საგანი მისივე პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტო გახდა, რომელიც 3 ივნისს ერთ-ერთ შეხვედრაზეა გადაღებული.
უკრაინის პრეზიდენტი მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დახურულ კაფეში 3 ივნისს იმყოფებოდა. უკრაინაში დაწესებული შეზღუდვების გამო კი დახურულ რესტორნებში შეკრება 5 ივნისამდე იყო აკრძალული.
თავად ვლადიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ჯარიმა მას სამართლიანად დაუწერეს.











