ვლოცულობ მათთვის, ვინც ავად არის ან ვისი ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი შეეხო,- ამის შესახებ აშშ-ს პირველი ლედი, მელანია ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„ჩემი ოჯახი მადლობას გიხდით ლოცვებისა და მხარდაჭერისთვის. თავს კარგად ვგრძნობ და სახლში ყოფნას განვაგრძობ. მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს და ვლოცულობ მათთვის, ვინც ავად არის ან ვისი ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი შეეხო“, – წერს მელანია ტრამპი Twitter-ზე.
შეგახსენებთ,რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს გამოუვლინდათ.











