განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
„ზოგადი განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ყველა სკოლა როგორც იცით, მზად არის, აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, წერტილოვნად ვმართავთ პროცესებს, მოგეხსენებათ პროცესები გარკვეულად განსხვავებულად მიმდინარეობს, დავიწყეთ 15 სექტემბერს განსხვავებულ ფორმატში, 1-ელ ოქტომბერს შეიცვალა სიტუაცია და ვმუშაობთ აქტიურად იმისთვის, რომ მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეები კვლავ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში.,“- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან 5 დღეში, Covid-19-ის გამო, თბილისში 18 ბაღი დაიკეტა











