”მთავარსარდალი მიწაზე გართხმული იხილა ჩვენმა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ” – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“აგვისტოს ომი არის ჩვენი ყველას ტრაგედია, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა ქვეყანას. ოკუპაცია დღესაც გრძელდება და ოკუპაციის შედეგები არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენი მთავრობა პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი, როგორიც არის ომი და ნგრევა ოკუპაცია მომავალში აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ტრაგედია, რომელიც უნდა დასრულდეს. ოკუპაცია უნდა დასრულდეს, რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მოსახლეობას თავიდან ავაცილოთ შემდგომი პრობლემები, რომელიც პრაქტიკულად ყველა ოჯახს შეეხო.
დღეს აქ ვნახეთ ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც არიან განადგურებულები და ეს არის ის უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაგვიტოვა ჩვენს მთავრობას. კარგად მახსოვს უპასუხისმგებლო მოღალატე პოლიტიკოსების განცხადებები და მათი მოღალატეობრივი ქმედებები ომის დროს მაშინ როცა ჩვენი გმირი სამხედროები რომლებიც ყველაზე სამაგალითოდ, გმირულად იბრძოდნენ, თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვნახეთ როგორ გამორბოდნენ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა ჩვენმა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ” – განაცხადა ღარიბაშვილმა.











