პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტი კონფრონტაციის ახალი მექანიზმების შესაქმნელად გამოიყენა.
„ეს დოკუმენტი, არათუ კონფრონტაციის მოსახსნელად, არამედ კონფრონტაციის ახალი მექანიზმების შესაქმნელად გამოიყენეს ჩვენმა ოპონენტებმა. ცხადია, ამ ფორმატში, ჩვენი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა, განვითარება შეუძლებელი გახდა“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.










