მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2 კვირაში არსებული შეზღუდვები თანდათან მოიხსნება.
“ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან სკულპულოზურად ვუყურებდით ქვეყანაში ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე თანაზიარი ვიყავით იმ მოსაზრებისა, რომ პირველ რიგში ეპიდვითარება უნდა დარეგულირებულიყო და ამის შემდეგ შეიძლებოდა უკვე ეკონომიკის გახსნაზე საუბარი.
ფაქტია მტელი საზოგადოება ხედავს, რომ ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ დღევანდელი დღიდან ბევრი რამე გახსნილიყო და ამისთვის ძალიან მადლობელები ვართ ეს პოზიტიური სიგნალია ეკონომიკისათვის.
ასევე ჩვენ დავაყენეთ საკითხი ძალიან კონკრეტული. დარჩენილი შეზღუდვები რაც არის აი ამაზეც ძალიან მალე ვიმსჯელოთ. მივიღე დაპირება, რომ დააკვირდებიან ბოლო ორი კვირის განმავლობაშ ეპიდსიტუაციას და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ორ კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დანარჩენი შეზღუდვები რაც არის ისიც თანდათან გაუქმდება”, – განაცხადა ვისოლ ჯგუფისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.










