ვრცელდება ახალი კადრები, როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, დიჯეი შემთხვევის ადგილიდან.
კადრებში ჩანს, როგორ მირბის დიჯეი, რომელიც სავარაუდოდ თავდასხმას გამოექცა, აჩერებს მანქანას და თბილისში მიდის.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.
საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.











