ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტებს, ღონისძიებებს – ამის შესახებ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თითოეულ ღონისძიებას ჰყავს თავისი ორგანიზატორი.
„მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ღონისძიებას ჰყავს თავისი ორგანიზატორი და ორგანიზატორი არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და რეგულაცია, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვის სექტორი მოგვიწოდებს. შესაბამისად ის ცრუ ბრალდება, რომ მერია უკეთებს ამას ორგანიზებას სიმართლეს არ შეესაბამება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მერი, ასევე ფოტოგრაფების თემასაც შეეხო.
„ასევე მინდა ფოტოგრაფების გულისტკივილს გამოვეხმაურო და მივმართო, რომ შესაბამისად მოგვმართონ მერიაში და ჩვენ მათ მხარდაჭერას და თანადგომას შევძლებთ“ – განაცხადა კახა კალაძემ.











