პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე „მაგარი“ მაჟორიტარია,- ამის შესახებ ოქრიაშვილმა გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
„ვთვლი, რომ მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში 4-ჯერ ერთი და იგივე მუნიციპალიტეტი არ ამირჩევდა რეკორდული მაჩვენებლით. ყოველთვის პირველ ან მეორე ადგილს ვიკავებ პროცენტული მაჩვენებლით და ახლაც ასე იქნება“, – თქვა ოქრიაშვილმა.











