ვტოვებ საბჭოში თანამდებობას, თუმცა ვაგრძელებ მოსამართლედ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მუშაობას, – ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძე განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, კანონის შესაბამისად, დავტოვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა. საბჭოში მუშაობას თან ახლდა ბევრი გამოწვევა და სიახლე. ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი წვლილი შემეტანა სასამართლოს განვითარებაში. ჩემი საქმიანობის შეფასება თქვენთვის მომინდია, მზად ვარ კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად, რაც დარწმუნებული ვარ იქნება, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულმა პროცესებმა და ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა თითოეულმა გადაწყვეტილებამ სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოუტანა
ვტოვებ საბჭოში თანამდებობას, თუმცა ვაგრძელებ მოსამართლედ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მუშაობას. მე ვრჩები თითოეული მოსამართლის გვერდით.
მადლობას ვუხდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, პლენუმს მხარდაჭერისთვის. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, აპარატს თანამშრომლობისთვის და წარმატებას ვუსურვებ მათ. მადლობა ობიექტურ დამკვირვებლებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, რომლებიც თითქმის ყველა სხდომას აშუქებენ და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან,“ – წერს გიორგი მიქაუტაძე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.











