საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ჩართულია პოლიტიკურ კონსულტაციებში და ცდილობს ახალი ძალების გაერთიანებას.
„ვცდილობ დიდი გაერთიანების ორგანიზებას“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.
„მაჟორიტარად კენჭისყრას არ ვაპირებ. შეთავაზება, აზრები იყო, მაგრამ… აქტიურად ვარ პოლიტკურ პროცესებში ჩართული.
ჩემი მიზანია გამოვკვეთო პოლიტკური სპექტრი, რაზეც არის საზოგადოების დაკვეთა. ეს დაკვეთა არის ახალ ძალაზე – არც წინა ხელისუფლებაზე, არც იმის წინაზე და არც მოქმედზე. ამომრჩეველი ჩამოყალიბებულია, რომ აღარ უნდა წარსული – არც ის წარსული, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, და ეს არის ნამდვილად წარსული, და არც ის წარსული, რომელშიც წინა ხელისუფლების დროს ვცხოვრობდით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მან არ გამორიცხა, რომ მის რჩეულ ახალ ძალებს შორის იყო მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო“.











